logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა
- +

29 სექტემბერი. 2020. 00:58

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკი ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა. ამ კონტექტსში მან კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

“ეს არის 57 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა არის გაახალგაზრდავებული. თუმცა, რა თქმა უნდა, თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, რომელიც დღეს გარდაიცვალა კოვიდინფექციის თანხლებით”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი