logo_geo
მაკა ასათიანი სოზარ სუბართან ერთად მოსახლეობას შეხვდა – რა აკავშირებთ პოლიტიკოსსა და დიზაინერს ერთმანეთთან
- +

29 სექტემბერი. 2020. 17:19

 

 

 

დიზაინერი და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მაკა ასათიანი მაჟორიტარობის კანდიდატ სოზარ სუბართან ერთად გამოჩნდა და სამგორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში მდებარე სკვერის მოხატვაში მიიღო მონაწილეობა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა კავშირი აქვს დიზაინერს პოლიტიკოსთან და რა მოტივით ახლდა თან ამომრჩეველთან შეხვედრისას.

 

 

„მაკა ასათიანსა და სოზარ სუბარს რამდენიმეწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, სწორედ ამიტომ, მან მხარი დაუჭირა მაჟორიტარობის კანდიდატს და მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა სკვერის მოხატვაში, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა“, – განმარტა სოზარ სუბარის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი