logo_geo
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
- +

29 სექტემბერი. 2020. 20:35

 

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

 

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია 35-ე გარდაცვლილის შესახებ. გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

big_banner
არქივი