logo_geo
ნატო მეტონიძემ სიმსივნე დაამარცხა
- +

29 სექტემბერი. 2020. 22:27

 

 

ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის გვერდზე ნატო მეტონიძის ამბავი ქვეყნდება. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა და მან, საბედნიეროდ, ეს დაავადება დაამარცხა.

 

„ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე.

 

არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე… ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და კულტურული საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა.

 

ამისათვის საჭიროა, გადავლახოთ შიში და წელიწადში ერთხელ გამოვყოთ 1 საათი ექიმთან კონსულტაციისთვის“.

 

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.

 

big_banner
არქივი