logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

30 სექტემბერი. 2020. 10:31

 

 

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 3120-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში- 869.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი