logo_geo
თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ
- +

1 ოქტომბერი. 2020. 10:25

 

 

დღეიდან, 1 ოქტომბრიდან, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ-რეჟიმში გრძელდება.

 

სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში.

 

დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

 

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობამ გასულ კვირას, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

 

 

big_banner
არქივი