logo_geo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 - აჭარას, 98 - იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება
- +

1 ოქტომბერი. 2020. 11:35

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 - აჭარას, 98 - იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

 

„აჭარა კვლავ ლიდერობს, აქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში – 98, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში -15, სამცხე ჯავახეთში – 9, გურიასა და შიდა ქართლში – 7, კახეთში – 2, იმპორტირებული შემთხვევა არის 6“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

მარინა ენდელაძის განმარტებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.

 

big_banner
არქივი