logo_geo
ზაზა სვანაძე: ამ თემაზე, საჯაროდ, პირველად ვსაუბრობ...
- +

27 მარტი. 2017. 23:38



„1982 წლის 28 ივლისს დავიბადე, იმერეთის პატარა ქალაქში - სამტრედიაში. როგორც დღეს იტყვიან, ჰიპერაქტიური ბავშვი ვყოფილვარ - ერთი წლის უკვე რაღაც წინადადებებს ვბუტბუტებდი თურმე, ორი წლიდან ვერ მაჩერებდნენ, სამი წლიდან კი რუსულის სწავლაც უცდიათ ჩემთვის..."-იხსენებს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„არ მივეკუთვნებოდი იმ პატარების რიცხვს, რომლებიც საბავშვო ბაღში ტიროდნენ - ყოველთვის სიამოვნებით ვერთვებოდი საბავშვო ზეიმებში. როცა სასკოლო ასაკის გავხდი, შემიყვარდა ხატვაც, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ჯიუტი ვიყავი და ხშირად ვაბრაზებდი უფროსებს.  მოზარდი ზაზა სვანაძის საქციელი, ზოგჯერ ძალიან არ სცდებოდა ბავშვური ცელქობის მასშტაბებს, მაგრამ არავინ მსჯიდა, ტონსაც ძალიან იშვიათად მიმატებდნენ - ალბათ, იკითხავთ, თუ რატომ?

 

ამ თემაზე, საჯაროდ, პირველად ვსაუბრობ, რაც პირველ რიგში თქვენი გამოცემისადმი ნდობითაა განპირობებული, თემას ოდნავ გადავუხვევ და გეტყვით (იმედია, ყელყელაობაში არ ჩამომართმევთ), წლებია, ეკრანზე ვარ და ინტერვიუ არაერთხელ ჩამოურთმევიათ ჩემთვის, არაერთხელ უკითხავთ ბავშვობის წლებზეც, მაგრამ ყოველთვის დიპლომატიურად ამირიდებია თავი ამ საკითხებისთვის - მიზეზი რამდენიმეა - როდესაც დავიბადე, დედა ცუდად გახდა, ძალიან მძიმედ იყო, მძიმედ ვიყავი მეც... ერთ-ერთ ექიმს დეიდაჩემისთვის უთქვამს - ეს ბავშვი ვერ გადარჩება და შეეგუეთო... ამ თემას ტაბუ ედო წლების განმავლობაში და შემდეგ გავიგე. რთული პერიოდი უკან დარჩა, სიცოცხლისთვის ბრძოლა დედა-შვილმა მოვიგეთ...

 

უმამოდ ვიზრდებოდი, რაც 90-იანი წლების საქართველოში ძალიან დიდი ტვირთი იყო, როგორც თავად მარტოხელა ქალისთვის, ისე ბავშვისთვის. შესაბამისად, ჩემი კუთხეში დაყენებაც კი არავის უფიქრია. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ უმამობა არ მეგრძნო. ვიცოდი, რომ მამა ცოცხალი მყავდა და ვიცოდი, რომ სხვაგან ცხოვრობდა, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ დღეს, 34 წლის ასაკში დასაოჯახებელი ვარ, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგია. ხომ არსებობს კლაუსტროფობია? არსებობს სხვადასხვა ტიპის შიშები, მე ოჯახის დანგრევის შიში მაქვს."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5863


 

big_banner
არქივი