logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაორმაგებულია პენსია და ზრდა მოხდება ყოველწლიურად
- +

1 ოქტომბერი. 2020. 21:59

 

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

ივანიშვილმა ჯანდაცვის მიმართულებით დახარჯულ თანხებზე და მოსახლეობის გაზრდილ სოციალურ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე აღნიშნა, რომ პენსიის ზრდა ყოველწლიურად მოხდება.

 

„რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. გაიზარდა, და პრაქტიკულად გაორმაგდა, მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც და ზრდა მოხდება ყოველწლიურად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი