logo_geo
ზაზა სვანაძე: გულწრფელად გეტყვით - პროფესიის არჩევისას შევცდი!
- +

28 მარტი. 2017. 00:29



„გულწრფელად გეტყვით, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ პროფესიის არჩევისას შევცდი, შეიძლებოდა, თავიდანვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ამერჩია, თუმცა, სწავლა არასდროსაა გვიან..."-ამბობს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.

 

„კინო მიყვარს, მაგრამ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში ძნელია, კინოინდუსტრიით ფეხი მოიკიდო. ბაზარია პატარა. იშვიათად, რომ ვინმემ გაარღვიოს ეს წრე.

 

სწავლის პერიოდი ძალიან ფერადი იყო, ძალიან საინტერესო. არ მინდა, მიწყინონ ახალი თაობის ადამიანებმა, პრინციპში ჩემს თავსაც მივათვლი, დღეს უმეტესობა ინტერნეტდამოკიდებული გავხდით, - ახალგაზრდები ერთმანეთს გალერეებში, გამოფენებზე, სემინარებზე, ფესტივალებზე ვეცნობოდით, ავდიოდით სამხატრო აკადემიაში, ჩავდიოდით „თეატრალურ სარდაფში", თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიებმა გამოფიტა რეალური ურთიერთობები.

 

მოგვიანებით იყო მოკრძალებული რესურსების მქონე ტელეკომპანია „ევრიკა", სადაც 20 წლის ბიჭს პირდაპირი ეთერი მანდეს.

 

თეატრალურში ასე არ იყოფოდა ადამიანები ცნობად და არაცნობად სახეებად - არავის უკვირდა ეკრანზე გამოჩენა, ნანკა კალატოზიშვილი ჩემი თაობისაა, კახა მიქიაშვილი, ვერიკო ტურაშვილს 16-17 წელია ვიცნობ, თუ არ ვცდები, თოჯინების თეატრის მსახიობია, დიპლომით. აწ უკვე ცნობილი მსახიობი მიშა მესხიც ჩემი თაობისაა, ყოველთვის კარგი სალამი გვქონდა, ნატა გულიაშვილი, რომელსაც ზოგჯერ სარკასტულ ტონალობაში აბულინგებენ ინტერნეტში, საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო, იღებდნენ სტუდენტურ ფილმებში, გადაღებულია ჩეჩნურ სრულმეტრაჟიან ფილმშიც და გული მწყდება, რომ მისი უშრეტი ენერგია ტელეშოუებს ხმარდება. ბევრი საინტერესო სახე გაქრა, ისეთები, რომლებზეც დიდი ფსონი კეთდებოდა სახელოვნებო წრეებში, ზოგმა ალბათ დროს ვერ აუწყო ფეხი, ზოგმა ოჯახსა და კარიერას შორის პირადის სასარგებლოდ გააკეთა ალბათ არჩევანი."

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5863


 

big_banner
არქივი