logo_geo
ვინ არის აჭარაში, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი
- +

3 ოქტომბერი. 2020. 11:58

 

 

აჭარაში, გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული პაციენტი,61 წლის ქალია.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა.

 

პაციენტს COVID -19 – ის გარდა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი აღენიშნებოდა.

 

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.

 

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი