logo_geo
რითი განსხვავდება ბიომეტრიული პასპორტი არაბიომეტრულისგან
- +

28 მარტი. 2017. 01:02



რითი განსხვავდება ბიომეტრიული პასპორტი არაბიომეტრულისგან


საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ. ეს არის აუცილებელი პირობა უვიზოდ მიმოსვლისთვის. რა განსხვავებაა ბიომეტრიულ და არაბიომეტრიულ პასპორტებს შორის, მოცემულია ფოტოზე.



 

 

 დღეს საქართველოს 995 443 მოქალაქე ბიომეტრიულ პასპორტს ფლობს.


ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები.


ბიომეტრიული პასპორტი  მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;


ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას.ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი