logo_geo
„მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის“ - 15 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა უამრავ ჯილდოს ფლობდა
- +

4 ოქტომბერი. 2020. 21:21

 

 

15 წლის მურმან თედორაძე ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დედ-მამასთან ერთად დაიღუპა. მისი მშობლების ცხედარი მაშველმა-მეხანძრეებმა გუშინ, ხოლო მოზარდის ცხედარი დღეს იპოვეს.

 

მურმან თედორაძე სკოლაში სწავლის პარალელურად ძალოსანთა ნაკრებში ირიცხებოდა, მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის. მურმან თედორაძის გარდაცვალების გამო, ძალოსანთა ეროვნულ ფედერაციამ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

 

"საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა", - ნათავამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი