logo_geo
VIDEO: “ვეუბნები, ბებერო, რაღა დროს შენი მაგეების ცეკვაა-მეთქი?” – 91 წლის თამარ სხირტლაძის და 88 წლის ლეო ანთაძის შესრულება
- +

8 ოქტომბერი. 2020. 19:40

 

 

დღეს, 8 ოქტომბრის, “იმედის დღის” ჩაწერის შემდეგ ლეგენდარულმა მსახიობებმა – 91 წლის თამარ სხირტლაძემ და 88 წლის ლეო ანთაძემ ექსპრომტად იცეკვეს, როგორც გავიგეთ, გადაცემის წამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის თხოვნით.

 

 

თამარ სხირტლაძემ დეტალურად მოგვიყვა, როგორ ეცეკვა თავის პარტნიორს და რა შეფასებას აკეთებს მასზე.

 

 

„მე დამალული ვიყავი ლეოს ზურგს უკან. შენი პარტნიორი ვინ იყო ბოლოსო, ნიკამ ჰკითხა ლეოს. თამარ სხირტლაძეო, უპასუხა. როგორი პარტნიორიაო? ძალიან კარგიო და მაქებდა ლეო. და ამ დროს მე გამოვედი – ერთი არ შეგექე, შენზე რეებს ვილაპარაკებდი, რა დღეს დაგაყენებდი, განახებდი-მეთქი, ვუთხარი. გაგიჟდა, მის ზურგს უკან რომ აღმოვჩნდი.

 

 მაგიდიდან რომ ავდექით, ჩაგვირთეს მუსიკა და ვიცეკვეთ. ნიკამ მითხრა, მინდა გადავიღო თქვენი ცეკვის კადრები და დავტოვოო.

 

საერთოდ, მე კარგად ვცეკვავდი, მინდოდა ცეკვას გავყოლოდი, მაგრამ არტისტობა ვარჩიე. სადმე რომ მოვხვდები, მთხოვენ ხოლმე, ერთი გავლა გვაჩუქეო.

 

 

“ბაღდადური”, “ქართული” და “განდაგანა” მიყვარს. ქართული ცეკვების მუსიკას რომ გავიგონებ, მთელი სხეული მითრთის ხოლმე.

 

 

ვისთან არ მიცეკვია, აკაკი ვასაძესთან, ფრიდონ სულაბერიძესთან ერთადაც კი! ხომ არის სასაცილო, შეიძლებოდა მე სულაბერიძესთან ერთად მეცეკვა?“ - განაცხადა  თამარ სხრიტლაძემ

 

 

– ლეო ანთაძე როგორი პარტნიორია?

 

 

– ლეო კარგად ცეკვავს. სულ ვეუბნები, ბებერო, რაღა დროს შენი მაგეების ცეკვაა-მეთქი?! სიბერეში ეტყობა დაძაბულია. მე მთელი ცხოვრება მიწევდა სცენაზე ცეკვა. როცა სცენაზე საცეკვაო მაქვს, ძალიან მიხარია. სულ მეცეკვება და მიყვარს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი