logo_geo
„ასე ღირსეულად არავინ წასულა ქართული პოლიტიკიდან...“
- +

28 მარტი. 2017. 01:45



„70-წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ, ადამიანების მენტალობაზე და შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია, იმ პერიოდის იდეოლოგია დღემდეა გამჯდარი ჩვენს მოქალაქეებში."- აღნიშნავს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„დამოუკიდებელ საქართველოში დიდად არ უყვართ ფინანსურად დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, მდიდარი ეს შუა საუკუნეების ბურჟუასთან და მჩაგვრელთანაა გაიგიგივებული, თუმცა, ამ განწყობებს სხვა საფუძველიც აქვს. ბევრი პოლიტიკური მოღვაწე მას შემდეგ გამდიდრდა, რაც უმაღლესს საკანონდებლო ორგანოში მოხვდა, ამიტომ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული მათდამი. პარლამენტარმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ პრიორიტეტად ვილების აშენება არ უნდა დაისახონ, ხალხს უნდა ემსახურონ პირველ რიგში - პირადად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი სესიაშვილს ხელისუფლებიდან, ლაშა ჩხარტიშვილს, ერთ-ერთი პატიოსანი პოლიტიკოსია ოპოზიციურ ფლანგზე, ანი მიროტაძეს, ძალიან ვაფასებ დავით გამყრელიძეს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, მიხვდა რა, რომ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ბევრი დაუდგეს გამყრელიძეს გვერდზე, იმიჯით, ინტელექტით, რესპექტით, მიხვდა ადამიანი, რომ საზოგადოება არ უჭერდა მხარს და მშვიდად წავიდა პოლიტიკური სცენიდან. ასე ღირსეულად არავინ წასულა ქართული პოლიტიკიდან..."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=5863

 

 

 

 

 

big_banner
არქივი