logo_geo
გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აამოქმედა – ვის ეხება და ვის არა შეზღუდვები
- +

10 ოქტომბერი. 2020. 20:32

 

 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️‼️‼️  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები“, – ამის შესახებ საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სოციალურ ქსელში წერს.

‼️‼️აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

ჯანდაცვის პერსონალი,

მომვლელები,

კვალიფიციური მუშა ხელი,

სეზონურად დასაქმებულნი,

სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი, სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი.

გერმანიის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და გადაუდებელი ოჯახური მიზეზებით მოგზაურნი,

დიპლომატები,

საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო პერსონალი,

ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.

პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

ტრანზიტული მგზავრები

სრული სია იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე

ტურისტული მიზნებით მგზავრობა ნებადართული არ არის!

‼️‼️‼️‼️ამასთან, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.bundesgesundheitsministerium.de/coronavirus-infos-reisende/faq-tests-einreisende.html?fbclid=IwAR3LISN1puW6zW-6_q0cwIjg9K2AOlHJY7RC194-DMxlncW_sm-o5yHlPzk

ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს https://www.bundesregierung.de/breg-de/themen/coronavirus/corona-bundeslaender-1745198?fbclid=IwAR2OFQ5bVsddM0J45qd2A9YADUO8whR6ZoA0JqvgaA49ZWODWkBUp09h-6I

გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე https://tools.rki.de/PLZTool/?fbclid=IwAR285kgbUKffrNMrPaOoa_idQ_BRpSXS53hCflS_tCYX29jLXq0XKyuaPaQ

ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.

‼️‼️გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები იცვლება ყოველდღიურად.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი)”,  – წერს საელჩო facebook-ის გვერდზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი