logo_geo
28 მარტს ინოკენტი სმოკტუნოვსკის დაბადების დღეა
- +

28 მარტი. 2017. 14:33


 

„1925 წლის 28 მარტს დაბადებულა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რუსი მსახიობი ინოკენტი სმოკტუნოვსკი. თავად წერდა, მე კოსმიური მასშტაბის მსახიობი ვარო... და ასეც იყო (გახსოვთ, რას წერდა გალაკტიონი? „... როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი"). ეს არ იყო განდიდების მანია. ეს საკუთარი სიდიადის რეალური აღქმა იყო. დიახ, ასეთი სიტყვების თქმის უფლება მხოლოდ გენიოსებს აქვთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.

 

„სმოკტუნოვსკი უამრავ სპექტაკლში მყავდა ნანახი და ვერც კი გადმოგცემთ მიღებულ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. ფილმებზე აღარაფერს ვიტყვი.... ხომ გახსოვთ მისი ლეგენდარული ჰამლეტი? თვით სიტყვაძუნწი ინგლისელებიც კი წერდნენ, რომ სმოკტუნოვსკის ჰამლეტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ლოურენს ოლივიესიო. მე კი ვიტყოდი, რომ ამგვარი შედარება ცოტა უადგილოა, რადგან ორ უდიდეს, სრულიად გენიალურ მსახიობზეა საუბარი.

 

ხომ გახსოვთ სმოკტუნოვსკის იური დეტოჩკინი, ელდარ რიაზანოვის ფილმიდან „ერიდე ავტომობილს", ან მის მიერ შესრულებული პეტრე ჩაიკოვსკი - განსაკუთრებით კი მისი სიარული, პლასტიკა, თითების მოძრაობაც კი...

 

ამბობენ, სმოკტუნოვსკის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფოდა - მიშკინამდე და მიშკინის შემდეგ პერიოდადო. ალბათ, ასეც იყო... ჩემთვის კი ის უბრალოდ გენიოსი იყო, ჭეშმარიტი გენიოსი... ამბობენ, რთული ბუნების კაცი იყო, ბევრს არ უყვარდაო. რა სასაცილოდ ჟღერს ეს სიტყვები იმ სიდიადესთან, რომელსაც ეს უდიდესი მსახიობი ასხივებდა სცენიდან თუ ეკრანიდან", - წერს ფირცხალავა.


Description: Image may contain: 1 person, night and closeup


Description: Image may contain: 1 person, hat, beard, sunglasses and closeup


Description: Image may contain: 1 person, smiling, car and outdoor




 

big_banner
არქივი