logo_geo
28 მარტს რაფაელო სანტის დაბადების დღეა
- +

28 მარტი. 2017. 14:42


 

„1483 წლის 28 მარტს დაბადებულა რაფაელო სანტი, ლეგენდარული რაფაელი - უდიდესი იტალიერი ფერმწერი, გრაფიკოსი, არქიტექტორი და...

 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ეს ვირტუოზი არაჩვეულებრივ სონეტებს წერდა და ნახატებთან ერთად უძღვნიდა ქალებს, რომლებიც უყვარდა. ეს კაცი სიყვარულისთვის იყო დაბადებული და თუ დიდ ჯორჯო ვაზარის დავუჯერებთ, რაფაელი სწორედ სიყვარულით ტკბობამ შეიწირა და არა ციებამ, როგორც სხვები ამტკიცებენ. რას გაუგებ ვაზარის, ან ავადმყოფობას?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.


„ამბობენ, რაფაელს სიცოცხლის ბოლომდე უყვარდაო მისი მთავარი მენატურე, ფორნარინა, მეფუნთუშე ქალი, რომელიც მის არაერთ შედევრში „ბრწყინავს", თვით სიქსტის მადონაშიც მისი სახება არისო, ამბობენ თანამედროვენი. მათ სიყვარულზე არაერთი ფაქტი თუ ლეგენდაა შემორჩენილი.

 

ქვევით გთავაზობთ მე-19 საუკუნის ინგლისელი მხატვრის ჰენრი ო'ნილის ნახატს, რომელზეც აღბეჭდილია რაფაელის უკანასკნელი წუთები. სიკვდილის წინ რაფაელი თავის ბოლო შედევრზე - „ფერიცვალებაზე" მიანიშნებს. ო'ნილის ეს ნახატი იმიტომ გავიხსენე, რომ სწორედ „ფერიცვალება" მიიჩნევა რაფაელის შემოქმედების მწვერვალად.

 

37 წლის რაფაელი 1520 წელს გარდაიცვალა - რომში. იგი დაკრძალულია პანთეონში. მის საფლავზე არის ეპიტაფია:

„აქ განისვენებს დიდი რაფაელი, რომლის სიცოცხლეშიც ბუნებას ეშინოდა დამარცხების, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ, ბუნებას გარდაცვალების ეშინია".

 

სამწუხაროდ, რაფაელის ლექსების ქართული თარგმანი არ არსებობს, მაგრამ შემოგთავაზებთ ამონარიდს რუსულ ენაზე თარგმნილი სონეტიდან, რომელიც მეტ-ნაკლებად შეგიქმნით წარმოდგენას რაფაელის მრავალმხრივ ტალანტზე:

 

«И кисть моя смела, и краски живы,

Но как они мертвы перед тобой!

Как этих нежных лилий, роз отливы

Изобразить с такой красотой?»" - წერს ფირცხალავა.


Description: Image may contain: 1 person, sitting

 

 

Description: Image may contain: one or more people and people sitting

 

 

Description: Image may contain: 3 people, people sitting




 

big_banner
არქივი