logo_geo
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება
- +

29 მარტი. 2017. 01:11



სააგენტო „ტრენდი" თურქეთის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება. ამ დროისთვის სარკინიგზო პროექტის ქართულ მონაკვეთზე ძირითადი სამუშაო დასრულებულია. აქტიური მშენებლობა გრძელდება თურქულ მონაკვეთზე.


ახმეთ არსლანის ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიიღებს. მინისტრი ამბობს, რომ სარკინიგზო დერეფანს ევროპასა და ჩინეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო გადაზიდვებისთვის გამოიყენებენ.


საქართველოში მშენებლობა აზერბაიჯანის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც დაახლოებით 775 მილიონი დოლარი გამოიყო.


 

big_banner
არქივი