logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:09

 

 

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 88 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც აწუხებდა.

 

 

გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის დღიდან, ცხინვალში კოვიდ 19-ის 197 შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი