logo_geo
ნაძალადევის რაიონში გზებს აგებენ
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:14

 

 

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და N49 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

 

პროექტის ფარგლებში, სამივე კორპუსთან ასფალტის საფარი იგება, ასევე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

 

 

„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. ამ კორპუსებში პირველ ეტაპზე შევცვალეთ მოძველებული ქსელები და ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. ხვალ დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და 140 ოჯახი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

სამი კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში, 172 000 ლარი გამოყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი