საქართველოს ოცდამეათე საკალათბურთო ჩემპიონატი ორი შეხვედრით გაიხსნა. დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულმა „ქუთაისმა“ „ვერა“ 35-ქულიანი სხვაობით, 88:53 დაამარცხა.
ქუთაისელთა შორის ყველაზე მეტი, 23 ქულა კაჰიმ რენსონმა დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა.
გაცილებით უფრო დაძაბული იყო მეორე მატჩი, რომელშიც „კაკტუსმა“ „მგზავრებს“ 75:71 მოუგო.
ხვალ, პირველი ტურის მესამე შეხვედრა „თსუ“-სა და „ტიტებს“ შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.