logo_geo
საქართველოს ოცდამეათე საკალათბურთო ჩემპიონატი ორი შეხვედრით გაიხსნა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:43

 

 

 

საქართველოს ოცდამეათე საკალათბურთო ჩემპიონატი ორი შეხვედრით გაიხსნა. დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულმა „ქუთაისმა“ „ვერა“ 35-ქულიანი სხვაობით, 88:53 დაამარცხა.

 

 

ქუთაისელთა შორის ყველაზე მეტი, 23 ქულა კაჰიმ რენსონმა დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა.

 

 

გაცილებით უფრო დაძაბული იყო მეორე მატჩი, რომელშიც „კაკტუსმა“ „მგზავრებს“ 75:71 მოუგო.

 

 

ხვალ, პირველი ტურის მესამე შეხვედრა „თსუ“-სა და „ტიტებს“ შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი