logo_geo
ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი - დავიცვათ წესები და ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ და მეორე, შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, რისი რესურსი ქვეყანას არ გააჩნია
- +

19 ოქტომბერი. 2020. 13:50

 

 

„გვაქვს ორი არჩევანი – დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე, შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ ეპიდვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამას გაუძლოს. ამასთან, მეზვრიშვილის თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის მზაობისა, რესურსები ამოუწურავი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

 

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება. თუმცა, აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის. მზად არის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის და ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა“,- აცხადებს მეზვრიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი