logo_geo
ამირან გამყრელიძე: ინფიცირების მაჩვენებლით, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:05

 

 

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია“, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

 

გამყრელიძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ეპიდსიტუაციის მხრივ ქვეყანაში სიტუაცია სერიოზულად რთულდება, „ჯერჯერობით ყველაფერი მართვადია“.

 

„მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR-ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი