logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: არ დავუშვებთ იმას, რომ ვირუსის იმგვარი გავრცელება მოხდეს, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:16

 

 

 

„ჩვენი მართვის სტილით არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ვირუსის იმგვარი გავრცელება როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს-დღეობით ბინაზე 3000 ადამიანი მკურნალობს, ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სასტუმრო სივრცეების ათვისება და მოლოდინი, რომ საავადმყოფოები კრიტიკული პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ, არ არსებობს.

 

„ჩვენ აქტიურად ვითვისებთ სასტუმრო სივრცეებს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს მათი ბინაზე დარჩენისას. ამ სასტუმროებში მობილიზებული არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები და კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ სასტუმროებს ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, ის მოლოდინი, რომ ვერ შევძლოთ საავადმყოფოებში კრიტიკული პაციენტების მიღება, ამის მოლოდინი ჩვენ დღეს არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მართვის სტილით არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ვირუსის იმგვარი გავრცელება, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, არსებობს საკარანტინე სივრცეები და კოვიდ-სასტუმროები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი