logo_geo
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გარუნ აკოპოვი გარდაიცვალა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:56

 

 

ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი გარუნ აკოპოვი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში გაზეთებში, „ლელოში“, „სოვეტსკი სპორტში“ და „ფუტბოლ-ჰოკეიში“ მუშაობდა.

 

მან დააფუძნა საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ფედერაცია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, გარუნ აკოპოვი კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი იყო. დღეს, 19 ოქტომბერს აკოპოვს 97 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი