logo_geo
ამირან გამყრელიძე: საქართველო განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც შესაძლოა, მონოკლონურ ანტისხეულებზე კლინიკური კვლევები დაიწყოს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 17:47

 

 

 

„მონოკლონურ ანტისხეულების პრინციპზე დამყარებული მედიკამენტები ახალი ერაა მედიცინაში. ეს მხოლოდ კოვიდის გამო არ არის შექმნილი. მონოკლონურ პრინციპზე დამყარებული ანტისხეულებით მკურნალობა მთელი რიგი დაავადებების დროს არის შესაძლებელი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მონოკლონური ანტისხეულების პრინციპით კორონავირუსზე მკურნალობის მეთოდი კლინიკური კვლევების ფაზაშია.

 

„მონოკლონურ ანტისხეულების პრინციპზე დამყარებული მედიკამენტები ახალი ერაა მედიცინაში. აღნიშნული მედიკამენტები მხოლოდ „კოვიდის“ გამო არ არის შექმნილი. მონოკლონურ პრინციპზე დამყარებული ანტისხეულებით მკურნალობა მთელი რიგი დაავადებების დროს არის შესაძლებელი. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ახლა კოვიდთან მიმართებით იქნა გამოყენებული. გასაგებია, ამან გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც მონოკლონური ანტისხეულები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამკურნალოდ გამოიყენეს.  ამიტომ, ის ჯერჯერობით კლინიკური კვლევების  ფაზაშია. როგორც ინფორაცია მაქვს, საქართველოს ფაუჩის ინსტიტუტთან კარგი ურთიერთობა აქვს, მოთავე ინსტიტუტია ამ ტიპის კვლევებისა.

 

ასევე, ბევრი მეცნიერი აკოორდინირებს ამ ტიპის კლინიკურ კვლევებს მსოფლიოში. საქართველო განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც  ეს შეიძლება დაიწყოს. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რასაც თენგიზ ცერცვაძე და მისი ჯგუფი უძღვება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი