logo_geo
თამარ გაბუნია: თრომბოემბოლიური გართულება ძირითადად კოვიდ-ინფიცირებულ მძიმე პაციენტებშია, ამ რისკის გამოსარიცხად სპეციალურ კვლევას ვატარებთ
- +

19 ოქტომბერი. 2020. 17:48

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულების პრევენციაზე ილაპარაკა.

 

„მოძრაობა არის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც თრომბოემბოლიური გართულებებისგან იცავს ნებისმიერ სიტუაციაში. ამდენად მარტივი მოძრაობა და თავის არიდება ხანგრძლივი წოლისგან, ეს იქნება კიდევ ერთი პრევენციული საშუალება, რაც შეიძლება პაციენტებმა ამ თრომბოემბოლიური გართულებებისგან თავის დასაცავად გამოიყენონ“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, შედარებით მძიმე პაციენტებში, თრომბოემბოლიური გართულებების პროგნოზირებისთვის, კეთდება სპეციალურ გამოკვლევა ჰოსპიტალურ პირობებში.

 

„ამბულატორიულად, ოჯახის ექიმებს აქვთ მითითება, რომ შეაფასონ ყველა რისკ-ფაქტორი. მაგალითად სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, მოტეხილობა.

 

ამაზე ბევრი კვლევა უკვე ჩატარებულია, არსებობს მონაცემებიც, რომელიც მიუთითებს, რომ თრომბოემბოლიური გართულებების უმეტესობა არის ჰოსპიტალიზირებულ მძიმე პაციენტებში. რაც შეეხებათ ამბულატორიულ პაციენტებს, იქ ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, მაგრამ რისკის წინასწარი შეფასება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ოჯახის ექიმები ანამნეზში ეკითხებიან იმ ფაქტორებს რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბოემბოლიური გართულებების მაღალ რისკზე. ამ კუთხით მუშაობა და ყურადღება კიდევ უფრო გააქტიურდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი