logo_geo
კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 21:11

 

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე, დღეს,  უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონულ წარმომადგენლებს შეხვდა და ონლაინ რეჟიმში ესაუბრა ქვეყნის ყველა რეგიონული სამმართველოს უფროსს.

 

 

შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, წარმომადგენლებისგან ინდივიდუალურად მოისმინა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც  რეგიონებში სამმართველოების წინაშე დგას.

 

საუბარი შეეხო, ასევე, იმ სამუშაოებს, რომლებიც  ამ ეტაპზე ხორციელდება.

 

როგორც სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ის გეგმავს ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული პროექტები, რომლებიც რეგიონებში, ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და  საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 

 

 

big_banner
არქივი