logo_geo
ლევან რატიანი: შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ერთად გადავრჩეთ
- +

19 ოქტომბერი. 2020. 20:52

 

 

"ქვეყანას და ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პულსი უდევს იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შიში უნდა აღმოვფხვრათ, რადგან პანიკა კორონავირუსს არ სჭირდება.

 

ოჯახის ექიმს უდევს ძირითადი პროტოკოლი, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება. გავითვალისწინოთ, პანიკა ამ დაავადებას არ სჭირდება, შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერთად გადავრჩეთ“,- განაცხადა რატიანმა

 

big_banner
არქივი