logo_geo
„გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება“ - რა სიმპტომებზე უნდა დარეკოთ 112-ში
- +

20 ოქტომბერი. 2020. 01:05

 

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ და მკურნალობა სახლის პირობებში მოგიწევთ:

 

"პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის ბევრად მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით ვერ მიიღებთ.

 

ამიტომ მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას).

 

არ დალიოთ სიცხის დამწევი, თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი.

 

იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი - ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს - ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ "სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით.

 

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში: სუნთქვის გართულება; გულ-მკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.

 

თუ თქენ ხართ კოვიდ-დადასტურებული, ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.

 

არც ერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი" - წერს მამუკა მაჩაიძე.

 

 

 

big_banner
არქივი