logo_geo
პაატა იმნაძე: ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო
- +

20 ოქტომბერი. 2020. 00:55

 

 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე პაატა იმნაძე ხალხს მოუწოდებს დაიცვან ის ელემენტარული რეკომენდაციები რასაც ისინი გასცემენ.

 

„ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ დისტანცია. ჩემზე უკეთესად ენტონი ფაუჩიმ თქვა, ხუთი პრინციპი ჩამოთვალა: ნიღაბი, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებისთვის თავის არიდება, მცირე შეკრებები, რომელსაც ვერ ავცდებით, ოღონდ - ღია სივრცეში, და ხელების ჰიგიენა. ასე შეგვიძლია კორონავირუსს ვებრძოლოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, პანიკა ორგანიზმისთვის ყველაზე სახიფატოა ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

 

„პანიკა არასდროს არის სასარგებლო, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას. გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, რატომ გვაწვენენ ყველას საავადმყოფოშიო? ახლა ვამბობთ, რომ საავადმყოფოში უნდა დაწვეს მხოლოდ მძიმე პაციენტი და ახლა ამაზე გვაკრიტიკებენ! ჯერ ჩამოყალიბდნენ კრიტიკოსები, რას გვსაყვედურობენ და მერე მათ კლინიცისტები უპასუხებენ.“ - განაცხადა პაატა იმნაძემ

 

 

big_banner
არქივი