logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 11:22

 

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 153-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.

 

big_banner
არქივი