logo_geo
ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ისევ დაწესდეს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 12:08

 

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე, სადაც საჭირო იქნება, შეზღუდვები ისევ დაწესდეს. როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

 

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი