logo_geo
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის 1 ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:08

 

 

ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და არსებული შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა თამაში დროებით გაეუქმებინა. შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის 1 ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო.

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება საქართველო– რუსეთის შეხვედრა და რაგბის ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი თამაშები.

 

ქართველი მორაგბეები საფრანგეთში შეკრებაზე იმყოფებიან და შოტლანდიელებთან ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 23 ოქტომბერს გაიმართება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი