logo_geo
„თბილისის მიკროავტობუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 17:06

 

 

კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები COVID19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში აკონტროლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას.

 

„თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში  კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

 

 

უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩაანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით.

 

„თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას და ასევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გადიან ტესტირებას COVID-19-ზე.

 

„თბილისის მიკროავტობუსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი