logo_geo
წალენიჯიხაში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:58

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში - მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ექვსი წლის შვილთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც  მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

 

ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მედიკოსების თქმით, დაშავებულს ტრავმული შოკი და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი