logo_geo
უკრაინაში ადგილობრივი გამოცემის რედაქციას ცეცხლი წაუკიდეს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 12:18

 

 

უკრაინაში, ოდესის ოლქში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი გამოცემის „ალტერნატივა.ორგ“ რედაქციას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა, სერგეი ტომილენკომ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში „მოლოტოვის კოქტეილი“ შემოაგდეს.

 

 

ინციდენტის შედეგად, ავეჯი და იატაკი დაზიანდა, მაგრამ რედაქცია და ტექნიკა არ დაიწვა, რადგან ხანძარი მეხანძრეების მოსვლამდე ჩააქრეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი