logo_geo
განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 14:23

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

 

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში სკოლები დაუყოვნებლივ მოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

ამასთან, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის სკოლაში გამოვლინდა. კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა. სკოლა 30 ოქომბრამდე სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა.

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი