logo_geo
კვლევა: 2019 წელს ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე ახალშობილი დაიღუპა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 14:41

 

 

2019 წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო 476 ათასი ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ „Deutshce Welle“ „The State of Global Air“-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების 2/3 საკვების მომზადებისას უხარისხო საწვავის გამოყენებას უკავშირდება. ასევე, შემთხვევების უმეტესობა (236 ათასი) აფრიკაში, 116 ათასი კი ინდოეთში ფიქსირდება. კიდევ 50 ათასი ბავშვი პაკისტანში დაიღუპა.

 

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პრობლემა ორსულობისას ჩნდება. როცა დედები დაბინძურებული ჰაერით სუნთქავენ, ნაადრევი მშობიარობისა და არასაკმარისი წონის მქონე ბავშვის დაბადების რისკი იზრდება. ამას კი თავის მხრივ ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

 

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შარშან ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 6,7 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ამ პრობლემის მოგვარებაში კი პროგრესი პრაქტიკულად ნულოვანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებული ჰაერი კორონავირუსით დაავადების რისკს ზრდის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი