logo_geo
მიხეილ ჩხენკელი: ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:07

 

 

ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

ეს ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალურია და მინდა გამოვყო რამდენიმე მთავარი მიმართულება. მისი აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები აქ ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამით, რომლითაც მათი თანატოლები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ. ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ფილოსოფია დამყარებულია სწორედ ამ მიდგომაზე.

 

მომდევნო წლებში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები და თითოეული პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

big_banner
არქივი