logo_geo
გიორგი გახარია: როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:34

 

 

„ზუგდიდში მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რითაც გამოეხმაურა  ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას.

 

„ზოგადად, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა თუ კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ, რომ ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ეფექტურად ჩატარდეს და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ამ ხალხს ვაცადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სამართალდამცველების სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკის რამდენიმე მომხმარებელი და თანამშრომელი მძევლად აიყვანა.

 

 

big_banner
არქივი