logo_geo
შსს: რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც საფრთხეს უქმნის ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას
- +

21 ოქტომბერი. 2020. 18:14

 

 

 

„უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხირდან ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

 

ყველა მედიასაშუალების მხირიდან მოვითხოვთ მძევლების, სამართალდამცველებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს ლაივ-სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი.

 

მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა მაქსიმალურად მშვიდობიანად დამთავრდეს“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი