logo_geo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 398 პაციენტი განიკურნა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 11:07

 

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი