logo_geo
თერჯოლაში 65 წლამდე კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა, რომელსაც მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 12:25

 

 

თერჯოლაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 65 წლამდე კაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს. COVID-19-თან ერთად მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

 

კარანტინის რეჟიმში 4408 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, კოვიდ სასტუმროში - 1848, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი