logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:00

 

 

„მომდევნო ოთხ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა „კოვიდ19“-ის დროს. ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს. შედეგად, 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მივიღებთ 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, თელავში, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვგეგმავთ ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავზრდით ერთ ტურისტის საშუალო ღამისთევის რაოდენობას, რაც მიაღწევს შვიდ ღამეს - ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული განთავსების ობიექტის საოჯახო სასტუმროსთვის, ბინების გაქირავებისთვის, საგრძნობლად გაიზრდება ქირავნობაზე მოთხოვნა. ასევე, გავზრდით საშუალოდ ერთ ტურისტზე დანახარჯს, რომელიც გაუტოლდება შვიდას დოლარს. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური შედეგი ექნება ტურიზმში დასაქმებულებისთვის, ჩართულებისთვის და ასევე, ისეთი მეწარმეებისთვის, როგორებიც არიან ფერმერები, მათ შორის, ტაქსის მძღოლები და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც არაპირდაპირი შეხება აქვთ ტურიზმთან, რაც აისახება მათ კიდევ უფრო გაზრდილ შემოსავლებზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი