logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: 2023 წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარვდგებით ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე, შედეგად საქართველო ისტორიული ცნობადობის ამაღლების დონეს მიაღწევს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:01

 

 

„მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ძალიან მნიშვნელოვან, რთულ საერთაშორისო კონკურსში და შედეგად ჩვენ 2023 წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარვდგებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე „აი თი ბი ბერლინი“. შედეგად ჩვენი ქვეყანა მიაღწევს ისტორიული ცნობადობის ამაღლების დონეს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

„ჩვენ მივიღებთ როგორც ქვეყანა ერთ მილიარდ საერთაშორისო აუდიტორიაზე წვდომას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 37 მილიონი ევროს ღირებულების საერთაშორისიო მარკეტინგულ აქტივობებს და მედია დაფარვას. უფრო მარტივად ალბათ, რომ ავხსნა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, გაიმარჯვოს მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენ ქვეყანაში დაბრუნდეს გამარჯვებული თასით.

 

ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ქვეყანაში იმისთვის, რომ გაიზარდოს სიძლიერე ჩვენი ინდუსტრიის, დაიხვეწოს სერვისი და ამისთვის ჩვენ ბევრს გავაკეთებთ და მათ შორის ვიზრუნებთ ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე და ჩვენ შევქმნით იმ მნიშვნელოვან ბაზას, რაც იქნება მოგზაურების უსაფრთხოება და მომსახურების უფლებების დაცვა, რაღა თქმა უნდა, ამით გავაძლიერებთ ჩვენს კერძო სექტორს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი