logo_geo
კვიპროსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ - საელჩოს განცხადება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 01:06

 

 

საქართველოს საელჩო, კვიპროსში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმოქმედებს 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე:

 

  1. დაშვებულია მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება (როგორც სახლში, ისე გარეთ; შეზღუდვა არ ეხება კვების ობიექტებს);

 

  1. კვების ობიექტებში დაშვებულია: დახურულ სივრცეში მაქსიმუმ 75 და ღია სივრცეში მაქსიმუმ 150 ადამიანის შეკრება;

 

  1. რესტორანში ერთ მაგიდასთან მსხდომ პირთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6;

 

  1. ეკლესიებში რელიგიური ღვთისმსახურება იმართება კვიპროსის წმინდა სამთავარეპისკოპოსოს მითითებების შესაბამისად;

 

  1. სპორტული ღონისძიებები იმართება მაყურებლის გარეშე;

 

  1. დახურულ და ღია კინოთეატრებში/თეატრებში დაშვებულია მაყურებლის მაქსიმუმ 50%;

 

  1. იკრძალება ქორწილთან ან ნათლობასთან დაკავშირებული წვეულებები. დაშვებულია დასწრება (მაქსიმუმ 350 ადამიანი) მხოლოდ ქორწილის/ნათლობის ვახშამზე;

 

  1. სუპერმარკეტები და აფთიაქები სამუშაო დღის დაწყებიდან დილის 9 საათამდე მოემსახურება მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

 

  1. პირბადის ტარება სავალდებულო ხდება გარე სივრცეშიც, ყველა პირისთვის 12 წლის ასაკიდან.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში დაწესდა დამატებითი შეზღუდვები:

 

  1. ყველა სახის კვების ობიექტის მუშაობა დაშვებულია 22:30 სთ.-მდე, ხოლო აღნიშნული დროის შემდეგ შესაძლებელია სახლში მიტანის მომსახურებით სარგებლობა;

 

  1. იკრძალება გარეთ გასვლა საღამოს 11 სთ.-დან დილის 5 სთ.-მდე, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (სამედიცინო მიზნით: აფთიაქში/საავადმყოფოში ან/და სამუშაო მიზნით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით;

 

  1. 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყველა სახის სპორტული თუ სოციალური აქტივობა დროებით შეჩერებულია;

 

  1. 18 წლამდე სპორტსმენების იმ გუნდების სპორტული ღონისძიებები, რომლებიც განლაგებულია ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში, დროებით შეჩერებულია"

 

 

big_banner
არქივი