logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 11:08

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი